17 იანვარი 2018,   08:45
ვრცლად
კალანდობა - ძველით ახალი წლის ღონისძიება  გურიაში ყველა წესის დაცვით აღნიშნეს

კალანდობა გურიაში წელსაც ყველა წესის დაცვით აღნიშნეს. უძველესი ტრადიციები მსახიობებმა, მომღერლებმა და მოცეკვავეებმა გააცოცხლეს.

ძველი სტილით ახალი წელი 13 იანვარს, ღამის 12 საათზე გურიაში დღემდე გამორჩეულად აღინიშნება. გურულებმა წესს არც ამჯერად უღალატეს და ძველი ტრადიცია ყველა წესის დაცვით შალვა რადიანის სახელობის მუზეუმში გააცოცხლეს.

ძველით ახალი წლის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გურული კალანდა, ტრადიციულად, 13 იანვარს - ძველით ახალი წლის ღამეს, აღინიშნება.

 

 

ავტორევბი: ნატა კვირჩილაძე, ვლადიმერ მენაბდე.

დღის ამბები