27 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
ერთ-ერთ ქუჩაზე მომხდარი ავარიის გამო, დიდუბის რაიონის 3 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

დიდუბის რაიონის 3 ათასამდე აბონენტი გუშინ, ღამით, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

ყაზტრანსგაზში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ერთ-ერთ ქუჩაზე მომხდარი ავარია გახდა, რომელმაც გაზის მილები დააზიანა.

სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. დიდუბის რაიონის ნაწილს, გაზის მიწოდება უკვე აღუდგა, დანარჩენი აბონენტები კი, კომპანიის განცხადებით, ბუნებრივ აირს დღის ბოლომდე მიიღებენ. 

დღის ამბები