27 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანში მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს

ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქარველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანში მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება, სერიოზულ კითხვებს ბადებს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციერლებათან დაკავშირებით.

"აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა მოჰყვა, კვლავ საჭიროებს საფუძვლიან და გამჭვირვალე გამოძიებას," - წერია განცხადებაში.

ბრიუსელი ოფიციალურ ბაქოს თავისუფლების აკვეთის ყველა იმ შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. 

დღის ამბები