27 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
პავლიაშვილის საქმეზე შეწყვეტილი ძიება - პოლიტიკოსები სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ 

პაატა პავლიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვები აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიების შეწყვეტას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

„გამოძიების შუა პროცესში შეწყვეტა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, იმიტომ, რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და ძალიან საეჭვო გარემოებებში მის გარდაცვალებას. ამ ნაბიჯით ხელისუფლება პირდაპირ აძლევს გზავნილს ძალოვან სტრუქტურებს, რომ მათ შეუძლიათ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე იძალადონ მოქალაქეებზე,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი კოტე იოსელიანი.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ აუცილებელია ჩატარებული გამოძიება კითხვის ნიშნებს არ აჩენდეს და საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს.

„გამოძიებამ ვინაიდან ასე ჩათვალა, ალბათ შესაბამისი არგუმენტებიც იყო, მაგრამ ზოგადად ყველა მსგავს ფაქტთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს. მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული და საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მიწოდებული,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები