27 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, არასაპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ერთობლივი სარჩელი უკვე მზადაა. ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება.

4 პოლიტიკური პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ არჩევნების დროს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ახდენდნენ და ამის გამო, არჩევნების შედეგი ლეგიტიმური ვერ იქნება.

„სარჩელი შეტანილი იქნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც დაყენებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაუქმების საკითხი. იმიტომ, რომ ის შედეგები, რაც დაიდო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და ის ხმები, რაც მისცა მოსახლეობამ პოლიტიკურ პარტიებს, არ ასახავს სინამდვილეს შედეგებში,“ - განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.

დღის ამბები