26 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში უკვე ჩაერთო შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი

გვიანობამდე გაგრძელდა რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმ პირთა გამოკითხვა, რომლებიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დროს ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე არ ყავს. უშედეგოდ დასრულდა დაკვირვების კამერების გაშიფვრაც. სავარაუდოდ, დამნაშავე მაყუჩიანი პისტოლეტით მოქმედებდა - სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 6 გასროლის ხმა არავის გაუგია.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

ამავე თემაზე
დღის ამბები