26 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
ჩილეში რომის პაპს საპროტესტო აქციებით შეხვდნენ

ჩილეში რომის პაპს საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. სანტიაგოს ქუჩებში ადამიანები კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლთა მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, არიან დაკავებულები.

თავად რომის პაპი, ჩილეში ვიზიტის ფარგლებში დაზარალებულებს უკვე შეხვდა და მათ ეკლესიის სახელით ბოდიში მოუხადა.

2011 წელს, სასამართლომ მოზარდების სექსუალური შევიწროვების ბრალდებით კათოლიკური ეკლესიის მღვდელი დამნაშავედ სცნო. 

დღის ამბები