27 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
რუსული კავშირების საქმეზე ტრამპის ყოფილი მრჩეველი კონგრესის საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს

რუსული კავშირების საქმეზე დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი კონგრესის საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. სტივ ბენონი შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა თეთრ სახლში მუშაობის პერიოდზე კომიტეტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

ამის შემდეგ ბენონს ოფიციალური ვალდებულებაც დააკისრეს, პასუხების მისაღებად. თუმცა, ტრამპის ყოფილი მრჩეველი არც ამ ვალდებულებას დაემორჩილა. მისი დაკითხვა კონგრესში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სტივ ბენონს სპეცპროკურორი რობერტ მალერიც დაკითხავს.

დღის ამბები