27 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის ხელმძღვანელი დაესწრო

ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა განახლდა. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრას საქართველოს გენშტაბის ხელმძღვანელიც დაესწრო.

ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდას.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ალიანსმა მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები