27 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის შვილის, დავით ხარშილაძის საქმის განხილვას იწყებს

სააპელაციო სასამართლო გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმის განხილვას იწყებს. პირველი ინსტანციის მიერ გამართლებული ხარშილაძის საქმე სააპელაციოში სახელმწიფო ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ელისო კილაძე პროკურატურისგან იმ პირების მიმართ ითხოვს გამოძიების დაწყებას, რომლებმაც ჟურნალისტის თქმით, მის შვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ საქმეში ამჯერადაც მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება დევს, რაც პირველმა ინსტანციამ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია და დავით ხარშილაძე 20 სექტემბერს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც ახმედ ჩატაევს ბრალი მოუხსნა თავის დროზე, გაასაჩივრა ჩემი შვილის გამამართლებელი განაჩენი, იმის მაგივრად, რომ დაეწყო გამოძიება და დაესაჯა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისთვის ნარკოტიკების ჩადებასა და დავალების გაცემაში. მე ველოდები, რომ სააპელაციო სასამართლოც იქნება ადეკვატური, მოუსმენს დაცვის მხარეს, რომელსაც იგივე არგუმენტები ექნება, რა არგუმენტებიც ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები