27 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
ევროპარლამენტში რუსეთის პროპაგანდის საკითხი განიხილეს

ევროპარლამენტში რუსეთის პროპაგანდის საკითხი განიხილეს. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლის საინფორმაციო კამპანია ევროპაში დემოკრატიული წესრიგის ძირის გამოთხრისა და ევრო სკეპტიციზმის გაღვივებისკენ არის მიმართული.

მათი შეფასებით, მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას კრემლი განიხილავს, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის მისაღებ საშუალებას.

ევროკავშირის საინფორმაციო უსაფრთხოების დასაცავად დეპუტატებმა მთელი რიგი წინადადებები განიხილეს, მათ შორის, ხაირსხიანი მედია საშუალებების მხარდაჭერა, მოსახლეობის განათლების გაუმჯობესება და დაფინანსების გაზრდაა.

დებატები სტრასბურგში საათნახევარს გაგრძელდა.

დღის ამბები