27 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ევროპაში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ შტორმს ევროპაში. გერმანიასა და ჰოლანდიაში უამინდობას 8 ადამიანი, მათ შორის 2 მაშველი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 140 კმ-ს აღწევდა, მოგლიჯა ხეები. ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გზებზე კი მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

უამინდობის გამო გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეწყვეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა. ამ დროისთვის შტორმი პოლონეთის მიმართულებით მიიწევს.

დღის ამბები