26 აპრილი 2024,   23:25
ვრცლად
კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინცინდენტზე მოსამართლის გამოტანილ განაჩენს ნინო გვენეტაძე ეხმაურება

კლუბ ბასიანთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, განცხადება გააკეთა.

ნინო გვენეტაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა, რაც მის უფლებამოსილებაში შედის.

„მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უშუალოდ საქმის განმხილველ მოსამართლეს შემიძლია, ვთქვა, რომ საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში, შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების მექანიზმის გამოყენება მათ ხელთაა და ეს მათი უფლებაა,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

კლუბ ბასიანთან მომხდარ ინცინდენტში ბრალდებული პირი პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბადრი შონიამ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. 

დღის ამბები