26 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
2018 წლიდან უნივერსიტეტების რიცხვი შესაძლოა შემცირდეს

2018 წლიდან უნივერსიტეტების რიცხვი, შესაძლოა შემცირდეს. უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებს ავტორიზაციის მოსაპოვებლად ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.

განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 7-პუნქტიანი კრიტერიუმების ნუსხა უკვე გადაუგზავნა. სასწავლო დაწესებულებებში სტანდარტების დასაკმაყოფილებლად 4 თვეზე ნაკლები აქვთ. ავტორიზაციის პროცესი მაისიდან დაიწყება.

ახალი სტანდარტების მიხედვით, ყველა უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია, დასაქმებულ ლექტორს შეუქმნას სამეცნიერო კვლევითი მუშაობისთვის საჭირო გარემო. უნივერსიტეტების რექტორები ამბობენ, რომ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას მათგან დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილისთვის მისაღებია უწყების მიერ შემოთავაზებული ახალი სტანდარტები და ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ზრდას.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში ვარაუდობენ, რომ ამ კრიტერიუმებს ყველა სასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები