27 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
საქართველოს მთავარი პროკურორი მზად არის შეხვდეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს

საქართველოს მთავარი პროკურორი მზად არის შეხვდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი შოთაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. შოთაძის თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს კომუნიკაცია, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და კლინიკაში გარდაცვლილი პანკისელი ახალგაზრდის ოჯახთან.

„მე ზოგადად ყველასთან ვარ მზად შეხვედრა მქონდეს. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება კითხვას, დადგება თუ არა სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, შოთაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზები, რის შემდეგაც დეტალებზე ინფორმაცია მიეწოდება გარდაცვლილის ოჯახს.  

დღის ამბები