23 იანვარი 2020,   20:30
ვრცლად
სირიაში ჩამოგდებულ რუსულ მოიერიშეს ყოფილი უკრაინელი სამხედრო მფრინავი მართავდა

სირიაში ჩამოგდებულ რუსულ მოიერიშეს ყოფილი უკრაინელი სამხედრო მფრინავი მართავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მფრინავი რომან ფილიპოვი ოკუპირებული სიმფეროპოლის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

სუ 25-ის კლასის მოიერიშე იდლიბის პროვინციაში ჯებ-ჰატ ან ნუსრას მებრძოლებმა ჩამოაგდეს. მოიერიშეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც თვითმფრინავი დეესკალაციის ზონის პატრულირებას ახდენდა. საჰაერო იერიშს პილოტი გადაურჩა, თუმცა მიწაზე დაშვების შემდეგ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა.

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაბომბეს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ წერტილოვანი დარტყმების შემდეგად 30 მებრძოლია ლიკვიდირებული.

დღის ამბები