27 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
დეკანოზის თქმით, მასთან რამდენიმე პირი შევიდა, რომლებიც არ არიან პროკურატურიდან

საუკუნის სასამართლო პროცესი, კიდევ ერთ ინსტანციაში დასრულებულია. სასამართლო კოლეგია ცოტა ხნის წინ, გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. პროცესი დღეს, მსჯავრდებული დეკანოზის დასკვნითი სიტყვით დასრულდა.

გიორგი მამალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, როგორ აიძულებდა პროკურატურა თავისუფლების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას და თანამზრახველების დასახელებას. მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის ავტორად კი დეკანოზმა, პატრიარქის მდივან რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი დაასახელა.

„იყო ნათქვამი, თუ რა შემოთავაზება ჰქონდა პროკურატურის მხრიდან დაკავების დღესვე, თუ როგორ თხოვდნენ მას ეღიარებინა პატრიარქის ვითომ და მკვლელობის მომზადება და სანაცვლოდ ის რას მიიღებდა და გარკვეული სასულიერო პირების ე.წ. თანამზრახველებად დასახელებას. რაც მათ მისგან უარი მიიღეს,“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძესთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე პირი შევიდა, რომლებიც არ იყვნენ პროკურატურის თანამშრომლები.

 

დღის ამბები