27 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
"გამჭვირვალობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოსვლის 6 პუნქტიან გეგმას ასაჯაროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოსვლის 6 პუნქტიან გეგმას და რეკომენდაციებს ასაჯაროებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამის აუცილებლობა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით დადგა.

პოეტ ზვიად რატიანის საქმე, ბორდის წევრებისა და მენეჯმენტის გაუმჭვირვალე საქმიანობა და კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წევრები პრობლემატურად მიიჩნევენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ასევე სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, აანონსებს დიდ კამპანიას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეხება. საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება მძიმე, ღრმა ინსტიტუციურ კრიზისში, რის დასაძლევადაც მთელი რიგი ნაბიჯები იქნა შემუშავებული,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ. 

დღის ამბები