21 ივნისი 2018,   16:32
ვრცლად
თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვებზე ძალადობენ და მცირეწლოვნებს ძიძა გამეტებით სცემს - თბილისის მესამე ბაგა-ბაღის მშობელი

მშობელი ამტკიცებს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვებზე ძალადობენ და მცირეწლოვნებს ძიძა გამეტებით სცემს - სკანდალური ინტერვიუ მესამე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელმა კურიერს მისცა.

ექსპერტიზაზე მედიკოსებმა უნდა დაადგინონ, რა სიმძიმის დაზიანებები მიაყენა ბაღის ძიძამ მცირეწლოვანს.

ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ საჩივარი პოლიციაშიც შეიტანა და ახლა სამართალდამცველები ადგენენ, უსწორდებიან თუ რა ფიზიკურად მცირეწლოვნებს ძიძები.

68 წლის ძიძა მცირეწლოვნებს რომ სცემდა, დაინახეს ბაღის სხვა პედაგოგებმაც. ერთ-ერთი აღმზრდელი ძალადობის შესახებ კურიერთან ყვება, რომ ეთერ ხვიჩია განსაკუთრებული აგრესიულობით არამხოლოდ მცირეწლოვნების, არამედ კოლეგების მიმართაც გამოირჩევა.

ძიძა, რომელსაც ბავშვების ცემაში სდებენ ბრალს, მესამე ბაგა-ბაღში 2016 წელს დამლაგებლის პოზიციაზე ძველი დირექტორის განთავისუფლების შემდეგ დაასაქმეს. ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, თათია ვაჭრიძე, იხსენებს, რომ ამ პოზიციაზე ეთერ ხვიჩიას დანიშნვას ბაღების სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ითხოვდა.

თავდაპირველად თათია ვაჭრიძემ დანიშვნაზე უარი თქვა, ამის შემდეგ ბაღში ეთერ ხვიჩია ესტუმრა, ძალადობით დაემუქრა. საბოლოოდ, ძიძის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა და მას ბაღის დირექტორთან მიახლოებაც კი აუკრძალა.

ბავშვებზე ძალადობის სკანდალის შემდეგ კი ეთერ ხვიჩია გაათავისუფლეს. ეთერ ხვიჩია ფიქრობს, რომ ბაღის ყოფილი დირექტორისა და თანამშრომლების შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

რეპორტაჟის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, აღსაზრდელზე, სავარაუდო, ძალადობისთვის ეთერ ჯოხარიძე-ხვიჩიას სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბრალი წარუდგინეს, თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში, რა სასჯელი შეიძლება, დაემუქროს 68 წლის ქალს, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

დღის ამბები