27 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - დაღუპულია ყველა მგზავრი

ცოტა ხნის წინ მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კომპანია "სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი ლაინერი დომოძედოვოს აეროპორტიდან აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

რუსული მედიის ცნობით, კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ნაპოვნია "ან 148"-ის ფრაგმენტებიც. სახელდება კატასტროფის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც. "ინტერფაქსის" ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე რუსეთის ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა და მოსკოვიდან ქალაქ ორსკში მიფრინავდა.

დღის ამბები