27 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
სარატოვის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მეორე შავი ყუთიც იპოვეს

სარატოვის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მეორე შავი ყუთიც იპოვეს. ექსპერტები უახლოეს მომავალში მათ გაშიფვრას შეუდგებიან.

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ქალაქ ორსკში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 71-ვე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

გამომძიებლები უამინდობის, პილოტების შეცდომის და ლაინერის ტექნიკური გაუმართაობის ვერსიებზე მუშაობენ. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ თვითმფრინავს პრობლემები არ ჰქონდა.

მომხდარის გამო სარატოვის ავიახაზებმა AN-148-ის ფრენები დროებით შეაჩერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები