27 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
,,რაც ხდება მხოლოდ იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება "- ბესელია სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაზე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და ძალისმიერი მეთოდებით პოლონეთში გაძევებას საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის ირგვლივ ბოლოს განვითარებული მოვლენები კომედიური ჟანრის ფილმის სცენარს აგონებს.  

,,ბოლო ამბები მგონი არის უკვე კომედი-ჟანრი. ეს აღარ არის პოლიტიკა, ეს აღარ არის არც სასაცილო. მე მგონი, რაც ხდება იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება მხოლოდ,“-ამბობს ბესელია.

უკრაინის შიდა საქმედ აფასებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დეპორტაციას მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც.  სოფო კილაძის განცხადებით, ეს უკრაინის სუვერენული უფლება იყო.

,,ფაქტი ისაა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სუვერენული უფლებიდან გამომდინარე, რა ქმედებებს განახორციელებს კონკრეტული პირის მიმართ. ასე ჩათვალა ამ შემთხვევაში ამ ქვეყანამ, როგორც მოხდა პოლონეთში.  ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ნამდვილად ვერ ჩავერევით,“-ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

დღის ამბები