26 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს.

მიხეილ ჯანელიძე ქუვეითში იმყოფება.  ქართველი დიპლომატი მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ჯანელიძე  ყურადღებას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე  გაამახვილებს.

ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ასევე სხვა კოლეგებთან.

დღის ამბები