17 აგვისტო 2018,   01:56
ვრცლად
,,ეს გახდა პრობლემა პოლონეთისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის"-მამიკინსი სააკაშვილის გაძევებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უკრაინული ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით დაკავებასა და უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრებას, ევროპარლამენტის დეპუტატი  ანდერი მამიკინსი ეხმაურება.

მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს ქმედება პრობლემა გახდება. მისივე თქმით, უკრაინის მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი პრობლემა გახდა, როგორც პოლონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

ანდრეი მამისკინი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ, რადგან მათი ვალდებულებაა დაიცვან თითოეული მოქალაქის უფლებები.

,,უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს ძალიან არადემოკრატიული ნაბიჯია. ახლა ეს გახდა პრობლემა პოლონეთისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ნებისმიერი პიროვნების უფლებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.

ეს სრულიად არ ნიშნავს რომ ჩვენ სააკაშვილის მომხრე პოლიტიკურ ჯგუფებს ან პარტიებს წარმოვადგენთ. გუშინდელი ფაქტი არის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის გაგრძელება. ვფიქრობ ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტში დაფიქსირდება. როგორც ევროპარლამენტარებმა ჩვენ მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა მასთან მიმართებაში და შეშფოთება არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით"-აცხადებს ანდერი მამიკინსი.

ამავე თემაზე
დღის ამბები