25 სექტემბერი 2018,   12:05
ვრცლად
სააკაშვილის პოლონეთში გაძევების საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის, ადვოკატმა კი სასამართლოს მიმართა


მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრების საკითხის შესწავლა კიევში სახალხო დამცველმა დაიწყო. ომბუდსმენმა უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად დაატოვებინეს სააკაშვილს უკრაინა.

პარალელურად უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის ქვეყნიდან გაძევების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში აკრედიტებული ევროკავშირის დიპლომატები აკვირდებიან პროცესს და მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას, არ გასცდეს კანონის ჩარჩოებს.

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი კი  სარჩელით საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართავს.

"მოპასუხე მხარე უკრაინის საიმიგრაციო სამსახური, სასაზღვრო სამსახური და შს სამინისტროა. ამ სარჩელის ფარგლებში დავაყენეთ შუამდგომლობა და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ვინ გაიღო ჩარტერული რეისის ხარჯი, რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან. ეს იყო სახელმწიფოს მიერ  ე.წ. სპეცოპერაცია, მაგრამ უცხოელი მოქალაქის გაძევებისას  ყიდულობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს, სააკაშვილი კი გაამგზავრეს კერძო თვითმფრინავით, რომლის ღირებულება 15 ათასიდან 20 ათასამდეა,“ - ამბობს რუსლან ჩერნოლუცკი.

დღის ამბები