22 თებერვალი 2018,   22:47
ვრცლად
ჭავჭავაძეზე მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარია - შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებლის მხოლოდ ერთ სართულს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ საერთო საცხოვრებლის შენობა ხის კონსტრუქცისგანაა აშენებული და ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

დღის ამბები