26 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
ავიაკატასტროფა მოსკოვთან - გამოძიების ვერსიით ვერტმფრენში ტექნიკური მოწყობილობები გაიყინა

მოსკოვის მახლობლად "სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა და უამინდობა გახდა.

საგამოძიებიო კომიტეტის წინასწარი დასკვნის მიხედვით, დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინა მოწყობილობები, რომლებიც ფრენის სიჩქარეს უჩვენებს.

პილოტები რეისის შესრულებისას არასწორ მონაცემებს ფლობდნენ, რასაც თვითმფრინავის მიწასთან შეჯახება მოჰყვა. საგამოძიებო სამუშაოები მოსკოვის მახლობლად ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე თვითმფრინავის 500-ზე მეტი ფრაგმენტი აღმოჩენილი. სამგზავრო ტვითმფრინავი, 3 დღის წინ მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 71 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები