26 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" აუტისტური სპექტრის ბავშვების დასახმარებლად საკუთარი პროგრამა თბილისის მთავრობას გააცნო

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომას საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია მერიაში კონკრეტული ინიციტივით მივიდა, რომელიც აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამაში ცვლილებებს უკავშირდება. მათი განცხადებით, მომავალ კვირაში ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე დაჰპირდა.

"მოვითხოვეთ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება - აუტისტური სპექტრის ბავშვებისათვის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა. გავაცანით ჩვენი პროექტი. მათი მხრიდან ჩვენმა პროექტმა მიიღო მოწონება.  დაგვპირდნენ, რომ მომავალ კვირაში მერის მოადგილე და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მოვლენ საკრებულოში და ერთობლივად მივიღებთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრმა დავით ჟღენტმა.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის, დედაქალაქის მთავრობა ოპოზიციასთან ერთად იმუშავებს.

"პრობლემა მართლაც არსებობს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არა ფინანსური, რადგან ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ბენეფიციარების დაფინანსება, იმათი ვინც დღეს არიან მომლოდინე რეჟიმში. პრობლემაა მიმწოდებლის, რომელსაც არ აქვს ფიზიკურად ადგილი რომ მიიღოს კონკრეტული ბენეფიციარი“- განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დღის ამბები