27 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი 2006 წელს ნათქვამი ტყუილის გამო გადადგა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოების მოტყუების გამო თანამდებობა დატოვა. საქმე ეხება მის ორი წლის წინანდელ განცხადებას.

ჰალბე ზეილსტრამ მაშინ საჯაროდ განაცხადა, რომ 2006 წელს ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის გაძლიერების სტრატეგიაზე ილაპარაკა.

რეალურად კი ჰოლანდიელი მინისტრი ამ შეხვედრას არ დასწრებია. ჰალბე ზეილსტრამ პარლამენტის წინაშე აღიარა რომ შეცდომა დაუშვა. მან გამოსვლისას ისიც განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს, რადგან არ სურს საგარეო უწყების მუშაობას ზიანი მიადგეს.

დღის ამბები