12 დეკემბერი 2018,   21:49
ვრცლად
თუკი მსგავსი რამ მოხდა TV პირველთან დაკავშირებით, აუცილებლია, გამოძიება დაიწყოს - ნატა ძველიშვილი

„მე მას მოვუწოდებდი, რომ, თუ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, რაც მოგვიყვა, მტკიცებულებები გაასაჯაროოს და შესაბამისი უწყებები ჩართოს, რათა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად TV პირველთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან TV პირველის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, როდესაც მათ უკვე განაცხადეს, რომ ყველაფერი დალაგდა, თუმცა, მანამდე ტელეკომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ. 

ნატა ძველიშვილის თქმით, თუ ტელეკომპანიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მართლაც განხორციელდა, აუცილებელია, ეს საქმე გამოძიებულ იქნას. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის ბუნდოვანი და გაუგებარი.

„თუკი მსგავსი რამ მოხდა ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით, აუცილებლია, გამოძიება დაიწყოს, მფლობელმა მტკიცებულებები მიაწოდოს საზოგადოებას. თუკი ეს პროცესი დღეს გაჩერდა, ამას გაგრძელება ექნება,“ - აღნიშნა ძველიშვილმა.

ნატა ძველიშვილმა TV პირველის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ როგორც განუცხადეს, ტელეკომპანიის წარმომადგენლობას ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოში შეხვდნენ.  

დღის ამბები