24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
მაღლაფერიძის მმართველობის დროს საზოგადოებრივი არხის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - ნინო ჯანგირაშვილი

„ჩვენ ვებრძვით საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ვასილ მაღლაფერიძე, რომლის ერთწლიანი მმართველობის დროს საზოგადოებრივი არხის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია,“ - ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილება კერძო ტელეკომპანიებს დააზარალებს.

ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისა და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძემ "მასკარადი მოაწყო".

ჯანგირაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში ყველა დეპუტატი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარს არ უჭერს და ამიტომ ხვდება კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე მარტო, მათ გარეშე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები