02 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს - ნინო ბოლქვაძე

საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს - ამის შესახებ განცხადება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, ორგანიზაციამ ინფორმაცია, დაახლოებით, 28 ათას ადამიანს მიაწოდა.

ბოლქვაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი წელსაც რეგიონში მყოფი მოსახლეობის ინფორმირებაზე გაკეთდება.

„განსაკუთრებული აქცენტი გვქონდა რეგიონებზე შარშან და ვაპირებთ, რომ წელსაც ასე გავაგრძელოთ. ღონისძიებების უმრავლესობა ჩატარდა რეგიონებში და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, ასევე, პირველად, ჩვენი ცენტრის ისტორიაში, გავაქტიურდით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ. 

დღის ამბები