26 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
შეხვედრა მიხეილ ჯანელიძესთან - ოპოზიციას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან კითხვები​ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აქვს

„პირველ რიგში, მე მაინტერესებს, მიაჩნია თუ არა მას, რომ რეალურად ჩვენ უვიზო რეჟიმს ვკარგავთ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც დღევანდელი მმართველი გუნდი ახორციელებს,“ - ეს განცხადება, ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიმართებაში გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელის შესახებაც ის მიხეილ ჯანელიძეს შეხვედრის დროს კითხვებს დაუსვამს.

ამ წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  პარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

„მთავარი შეკითხვა საგარეო საქმეთა მინისტრთან იქნება ის, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობა და მისი პოლიტიკური გუნდი იმაზე, რომ რეალურად, საქართველოს ექმნება ძალიან სერიოზული პრობლემები, რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს და ეს არის სხვადსხვა მიზეზებით გამოწვეული. პირველ რიგში, მე მაინტერესებს, მიაჩნია თუ არა მას, რომ რეალურად ჩვენ უვიზო რეჟიმს ვკარგავთ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც დღევანდელი მმართველი გუნდი ახორციელებს რაც შეეხება ეკონომიკას, რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლას. და მიაჩნია თუ არა მას, რომ ეს სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის,  რომ ფაქტიურად დღეს უკვე საუბრობენ სერიოზულად  იმ მონაპოვარის დაკარგვაზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა სერგი კაპანაძემაც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის თქმით, შეხვედრაზე შეკითხვები შეეხება შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების საკითხს. 

„ჩვენი კითხვები შეეხება ისეთ თემებს, როგორიც არის თუ რატომ არ უერთდება საქართველო უკრაინის შემოთავაზებას, რომელიც ამდენი ხნის წინ გაჟღერდა, რომ ერთობლივად იყოს მოაზრებული საქართველოს და უკრაინის პრობლემატიკა რუსეთთან ურთიერთობებში სანქციების კუთხით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები