27 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ქალი, რომელმაც მეუღლე სამზარეულოს დანით დაჭრა ამტკიცებს, რომ მასზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა 

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საკუთარი მეუღლე დაჭრა ბრალს აღიარებს. ის ამბობს, რომ მეუღლეს ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა. ლია მიქელაძე აცხადებს, რომ მიზეზი ოჯახური კონფლიქტი  გახდა. მისივე თქმით მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

„ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. ფეხით, წიხლები მირტყა მაგან. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი მოვლენა მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი, რომ იყო. მარტო რომ მე მკითხავენ არ შეიძლება რომ მას არ შეიძლება  ჰკითხონ რატომ გააკეთა ეს ლიამ და ამ დონეზე რატომ მოიქცა შენმა მეუღლემ, იმ დონეზე რომ არ დაგინდო და დანით დაგჭრა,“-აცხადებს ლია მიქელაძე.

შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი 31 წლის ხვიჩა კიზირიაა. მას ჭრილობები გულ-მკერდის და მუცლის ღრუს არეში აქვს მიყენებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. სამივე მათგანი კონფლიქტის დროს სახლში იმყოფებოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხვიჩა კიზირია მშვიდი ადამიანია და ის ფიზიკურად მეუღლეს არ შეხებია. მომხდარში მეზობლები ლია მიქელაძეს ადანაშაულებენ.

„ეგ გოგო არის ჭორიკანა. ქმარი რომ ემუქრებოდა მაგაზე, რომ ჭკვიანად იყავი ლია და დამთავრდეს ეს, ეს ვიცი. ბიჭზე ცუდს არავინ გეტყვის. გოგო ყველაფერზე ჩხუბს ეძებს ყველასთან. მეზობელი არ ჰყავს რომ ნაჩხუბარი არ იყოს ეგ,“-აცხადებს მეზობელი გალინა ტუკაძე.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები