23 სექტემბერი 2018,   13:33
ვრცლად
9-თვიანი პატიმრობა დასრულებულია-სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება საექსტრადიციო პატიმრობის ამოწურვამდე 4 დღით ადრე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის საკითხი ღიად რჩება და საბოლოო გადაწყვეტილებას თურქი პედაგოგი თავისუფლებაზე დაელოდება.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ბუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს პირველად მივიდა სასწავლებელში, სადაც ბოლოს ის 9 თვის წინ შეხვდა კოლეგებს და მოსწავლეებს. პატიმრობიდან სკოლაში დაბრუნებულ, თურქ მასწავლებელს საქართველოს ჰიმნით დახვდნენ. მას სკოლის ეზოში, შვილები, მოსწავლეები და მასწავლებლები ელოდებოდნენ.

ჩაბუქის საქმე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. სწორედ საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოხდა დაკავებული პედაგოგის გათავისუფლება.

სპეციალურად დღევანდელი პროცესისთვის კი თბილისში გავლენიანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები