27 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
"ბაფტა" 2018 - ფილმმა "სამი ბილბორდი" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა

"ბაფტა" 2018-ის გამარჯვებული საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რეჟისორის შავი კომედია "სამი ბილბორდი" გახდა. სურათმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. სურათმა 5 ჯილდო მიიღო. 

გარდა საუკეთესო ფილმის სტატუსისა, მარტინ მაქდონას მეორე „ბაფტა“ ყველაზე ორიგინალური კინოსცენარისთვისაც გადასცეს. შეერთებულ შტატებში გადაღებული სურათი გახდა გამარჯვებული საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაშიც. საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კი ამ ფილმმა გამარჯვება ლეგენდარულ ფრენცის მაქდორმანდს მოუტანა.

2018 წლის ბრიტანული კინოაკადემიის მთავარი ლეიტმოტივი, ქალებზე სექსუალური ძალადობის გაპროტესტება იყო, ამიტომ დაჯილდოებაზე მყოფი ქალების უმეტესობას შავი საღამოს კაბები ეცვათ.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები