27 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
,,თუ ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ სატენდერო პირობებს შეიძლება, გადახედონ გადაწყვეტილებას“-გაბაშვილი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე


დედაქალაქის მერის მოადგილეებმა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით , თბილისის საკრებულოს, ფრაქცია ,ევროპული საქართველოს“ წევრთა კითხვებს უპასუხეს.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ კითხვის ნიშანს აჩენს 50 მილიონიანი პროექტი, რომელზეც ხელშეკრულება უტენდეროდ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა.

,,ჩვენ მაინც გვგონია, რომ ძალიან აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობა ყველაფრის კონტროლი და ფეხდაფეხ მიყოლა უნდა იყოს ყველაფრის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო.

მივიღეთ კიდეც წინადადება, რომ თუ ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ  სატენდერო პირობებს შეიძლება გადახედონ კიდეც მათ გადაწყვეტილებას“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა.

ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების მიზეზებს განმარტავს დედაქალაქის მერის მოადგილე.  ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ასეთი მასშტაბური პროექტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ბევრი საჭიროება, რომელიც ტენდერში გაწერილი ვერ იქნება. 

"ევროპული საქართველოს" წევრებთან შეხვედრას ”თბილისის განვითარების ფონდის” დირექტორიც ესწრებოდა. გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ძირითადი სამუშაოები 2 წელში დასრულდება

,,პროექტი არის ორწლიანი, დაახლოებით 2019 წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ ძირითადი სამუშაოების დასრულებას ,რაც შეეხება რევიზიას, ჩვენი პროექტების რევიზია ჩვენი ძალებით გავაკეთეთ,“-განაცხადა კახა კალაძის მოადგილემ გიორგი ბაიდარაშვილმა.

დღის ამბები