26 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ფორუმზე მსჯელობს

მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე მსჯელობენ.

განხილვის მთავარი საკითხებია, თუ როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, რა სოციალური დაცვის პროგრამებია ქვეყენაში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის და რამდენად ჩართულია მუნიციპალიტეტები ამ პროგრამების განვითარებაში.

ფორუმს იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრებიც ესწრებიან.

,,ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია , რომ მათ იმპლემენტაციაში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტები“-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და საერთაშორისო პრაქტიკა რეალიზებული იყოს ეფექტურად.

დღის ამბები