26 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატავდეს საკუთარ აზრს - იან კელი

აშშ-ს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთია, ქვეყნის შიგნით კი არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩიხში მოიქციოს, აშშ-ის ელჩი ეხმაურება.

იან კელის თქმით, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია აუცილებელი კომპონენტია და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება.

„ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატავდეს საკუთარ აზრს და იყოს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აცნობიერებს და აქვს ნება, რომ განავითაროს დემოკრატიული სისტემა, რომელიც იქნება პლურალისტული,“- განაცხადა იან კელიმ

დღის ამბები