03 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

პროცესს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც დაკავებული ახალგაზრდა იმყოფება მისი ადვოკატიც დაესწრება.

ლადო გრიგალაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური განცხადებით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

არსებობს ვერსია, რომ შეყვარებულებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ქალს უკავშირება, რომელიც ორი თვის წინ ავარიის დროს დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა ლადო გრიგალაშვილიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები