03 მაისი 2024,   06:20
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო 

თავდაცვის მინისტრმა კოჯორ - ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 97 წლის წინ, თბილისის ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

იუნკერთა ხსოვნას, პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმაც და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა.

კოჯორში მემორიალთან იმყოფებოდა იუნკერ გრიგოლ ბოკუჩავას შვილი ჰელგრიდ ფრანკე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში, სწორედ, ოკუპაციის კვირეულში, იუნკერთა ხსოვნის პატივის მისაგებად ჩამოვიდა.

დღის ამბები