27 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
"მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი, ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა"-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიას აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილი სახლისუფლებო გუნდის გამოუცდელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიმზეზით მმართველ პატრიას ხშირად არასწორი მოლოდინები აქვს. ამასთან გიორგი მარგველაშვილს აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება.

„პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა. ასე არ არის, ის შეცდომები, რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში, ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში ეს ყველაფერი არსად არ იკარგება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და  გადააგორებთ რაიმე სხვა თემით,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.   

დღის ამბები