27 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს სახელმწიფო დროშით გამოსვლის უფლება არ მისცა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე სახელმწიფო დროშით გამოსვლის უფლება არ მისცა. ცერემონია სამხრეთ კორეის ქალაქ პიონ-ჩანგში რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, რუსეთის გუნდი კვლავ ოლიმპიური დროშით წარდგება. ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრძალვა მას შემდეგ დატოვა ძალაში, რაც ორმა რუსმა სპორტსმენმა, მათ შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას, საპროტესტო აქციების მიუხედავად, ოფიციალური ფხენიანის დელეგაციაც დაესწრება. 8-კაციან დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს. 

დღის ამბები