27 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
"რისთვის არის ეს მთავრობა, არაფერი შეუძლია... ჩამიყენა იქ ჩემი შვილის ტოლები, პატარა ბიჭები"-არჩილ ტატუნაშვილის დედა

ოკუპირებული ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაწყვიტავენ ტატუნაშვილის ახლობლები გახსნიან თუ არა მცხეთა-სტეფანწმინდის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს.

„სამი დღეა ველოდები ხალხო, ჩემი მკვდარი შვილი მაინც მომიყვანონ. მომიკლეს. ხომ ჰყავთ თავიანთი მინისტრები სულ ყველგან. ხომ შეუძლიათ, რომ გადარეკონ და გადმორეკონ და მოაგვარონ საქმე. რისთვის არის ეს მთავრობა. არაფერი შეუძლია და იმიტომ მოვიდა სპეცრაზმთან ერთად. ჩამიყენა იქ ჩემი შვილის ტოლები, პატარა ბიჭები, თავსაც ვერ სწევდნენ მაღლა საცოდავი ბავშვები. არავინ არაფერს არ გვპირდება. გამოვედი და გზა გადავკეტე. ჩემი მეუღლე წაუყვანიათ და არ ვიცი. ხუნდაძე იყო მოსული და სპეცრაზმი მოიყვანა, რომ ნაბიჯი არ გადამედგა არსად აღარ წავსულიყავი. სუბარი იყო მოსული და მე არაფერი არ შემიძლიაო. იბუტბუტა, იბუტბუტა, თვითონაც არ იცოდა რას ლაპარაკობდა და წავიდა,“-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ. 

დღის ამბები