04 აპრილი 2020,   03:11
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი ბორჯომის საკრებულოში - ერთმანეთს მერიის თანამშრომლები და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ 

ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის მერიის თანამშრომლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას შორის.

მერიის თანამშრომლებმა ნიკა მელიას შენობის დატოვება მოსთხოვეს რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ნიკა მელიამ თავი ერთ-ერთ კაბინეტს შეაფარა, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. შენობის ფოიეში კი შეკრებილები არიან მერიის თანამშრომლები. ასევე პიკეტირებულია კიდევ ერთი კაბინეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფება.

ხმაური და ჩხუბი ბორჯომის საკრებულოში დილიდან მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომის შემდეგ დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა კენჭისყრა ოპოზიციამ ჩააგდო.

ნაცემია „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი. 

დღის ამბები