05 აპრილი 2020,   23:45
ვრცლად
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო" - პრემიერ-მინისტრი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.

სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად..."-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. 

დღის ამბები