27 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
ბაკურიანის გამგებლის უძრავი ქონება - გოჩა გობრონიძე ერთ-ერთია, ვინც შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის იბრძოდა

დაბა ბაკურიანში, 841 კვ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამსართულიანი სასტუმრო, ბაკურიანის გამგებლის გოჩა გობრონიძის საკუთრებაა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გოჩა გობრონიძის გარდა სასტუმროს წილის მფლობელი დედამისი, გუგული გობრონიძეც არის, რომელიც ამავე მისამართზეა რეგისტრირებული.

შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის, რამდენიმე დღის წინ გამგებელიც იბრძოდა. სწორედ გოჩა გობრონიძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის შემდეგ დაიძაბა ვითარება ბორჯომის საკრებულოში, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სასტუმრო "ევროპა" არ არის ერთადერთი უძრავი ქონება, რომელსაც ბაკურიანის გამგებელი ფლობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მის საკუთრებაშია ათეულობით კვადრატი მიწის ფართობიც, საიდანაც გამგებელი ასევე სოლიდური შემოსავლის მიღებას გეგმავს.

ოპოზიცია გოჩა გობრონიძის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებაც საუბრობს.

ბაკურიანის გამგებელმა, რომელიც კამერებთან არ გამოჩენილა, დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.  მან უახლოეს მომავალში ბაკურიანში მედიის ყველა წარმომადგენლის მიწვევა და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა დაანონსა.

დღის ამბები