27 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
გუთაში სირიის სამთავრობო ძალების მძიმე ტექნიკა შეიყვანეს 

აღმოსავლეთ გუთაში სირიის სამთავრობო ძალების მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ტანკების შესვლამდე კი რამდენიმე ქალაქი ინტენსიურად დაბომბეს.

სამიზნე ოპოზიციის მებრძოლთა თავდაცვითი შეიარაღება იყო. სირიის არმია უახლოეს მომავალში გუთაში ქვეით ჯარსაც შეიყვანს. ოპერაციის მიზანი ქალაქ მესრაბას აღებაა. მისი დაკავების შემთხვევაში რაიონი ორ ნაწილად გაიყოფა, რაც სამთავრობო ძალებს მთელი რაიონის დაკავებას გაუადვილებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასადის არმიის ოპერაციას გუთაში 700- ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

დღის ამბები