23 სექტემბერი 2018,   13:32
ვრცლად
კომპანია, რომელსაც ფილარმონია 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს - საია

თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქონების ეროვნულ სააგენტოს სთხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კომპანია International events, რომელსაც ფილარმონია 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და არც დავალიანებას იხდის. კომპანიას სახელმწიფოსთვის სამ მილიონ ლარემდე აქვს გადასახდელი.

ახალგაზრდა იურისტები ვარაუდობენ, რომ საკონცერტო დარბაზის მმართველს კულტურის მინისტრი მფარველობს, რომელიც მთავრობაში წასვლამდე International events-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი იყო.

მიხეილ გიორგაძე არ მალავს, რომ International events-ის მენეჯმენტში მისი მეგობრები არიან, თუმცა, კომპანიის ლობირებას კულტურის მინისტრი უარყოფს.

ფილარმონიის მმართველი International event ადასტურებს, რომ სახელწიფოს დავალიანება აქვს და სამი მილიონის რესტრუქტურიზაციის თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა.

კომპანია ფილარმონიას უკვე 10 წელია, მართვას. ხელმძღვანელობის განმარტებით, საქმიანობა წლებია, მომგებიანი აღარ არის, რასაც ფინანსური დოკუმენტაციაც ადასტურებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას International events მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებ.

დღის ამბები