17 დეკემბერი 2018,   07:59
ვრცლად
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დღეს დაუწესებს

რუსეთს ტერეზა მეის მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოეწურა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს გამოაცხადებს იმ ზომების შესახებ, რომელსაც რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე მოსკოვის წინააღმდეგ გაატარებს. ტერეზა მეი რუსეთისგან ახსნა განმარტებას ითხოვდა რა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო რუსული წარმოების ქიმიური გაზი დიდ ბრიტანეთში.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქიმიური იარაღით- ნოვიჩოკით მოწამლეს.

თუმცა ბრიტანელების ბრალდებას რუსეთი კატეგორიულად უარყოფს. მოსკოვს ადანაშაულებს აგენტის მოწამვლაში რუსი ქიმიკოსი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ნოვიჩოკის შექმნაში.

83 წლის ვილ მირზაინოვი, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ ამ გაზის გამოყენება მხოლოდ რუსეთს შეეძლო.

დღის ამბები